„მე არ მინდოდა ნაჩქარევად მიმეღო გადაწყვეტილება, ამიტომ დავუთმე კულტურის მინისტრობის კანდიდატს საკმაოდ დიდი დრო და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეიმედის გადაცემა "პოლიტიკის დროში".
მისი თქმით, მიხეილ გიორგაძის შერჩევით მან სხვა გზავნილი გავგზავნა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
„ ჩვენ თანამედროვედ მოაზროვნე, პროგრესული ადამიანის დანიშვნით გვსურს წინსვლა დაიწყოს ამ სფეროში. მიმაჩნია, რომ მიშას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ის არის წარმატებული თავის საქმიანობაში. მას და მის გუნდს დიდი ხანია ვიცნობ. ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ხალხია, პროფესიონალები და აქვთ მაღალი სტანდარტი ხარისხის, რაც იყო ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებისას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გურამ ოდიშარიასა და ხათუნა გოგალაძეს მენეჯმენტში ხარვეზები ჰქონდათ.
"ბატონი გურამ ოდიშარია ძალიან პატივსაცემი და წესიერი ადამიანია, მაგრამ მას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები და შეცდომები მენეჯმენტში", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, - "ხათუნა გოგალაძეს ასევე დავუწუნე მენეჯერული თვისებელი. მან გარკვეული სისუსტეები გამოავლინა".
მასალის გამოყენების პირობები