შს მინისტრს აქვს დიდი რესურსი, „ის სწრაფად იზრდება და მიმაჩნია, რომ იქნება და არის უფრო ეფექტური მინისტრი", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეიმედის გადაცემა "პოლიტიკის დროში" შსს მინისტრზე საუბრისას.
"ის სწრაფად იზრდება და მიმაჩნია, რომ იქნება და არის უფრო ეფექტური მინისტრი. მან კარგად გააგრძელა მუშაობა, ის რეფორმები, რომლებიც დავიწყეთ გასულ წელს. სპეკულაციები, რომ კრიმინოგენური ვითარება არის გართულებული, ძალიან სასაცილოა", - განაცხადა პრემიერმა.
მისვე თქმით, კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება.
"ჩვენთან კრიმინალის დონე არის გაცილებით შემცირებული, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მას შსს თანამშრომლების მუშაობის დაუფასებლობა უსამართლობად მიაჩნია.
"მართლაც არ მაქვს საპრეტენზიო ლექსოს უწყების მიმართ. მინდა ყველამ დავაფასოთ ის შრომა, რასაც ახორციელებენ პოლიციის თანამშრომლები. ამ ადამიანების ამაგის დაუფასებლობა დიდ უსამართლობად მიმაჩნია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.