პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განახლებული მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს, სავარაუდოდ, დღეს გადაუგზავნის. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს განახლებული მთავრობის შემადგენლობა გადაუგზავნა. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი_გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი_ კახა კალაძე, შს მინისტრი _ ალექსანდრე ჭიკაიძე, იუსტიციის ინისტრი_თეა წულუკიანი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში_ ალექსი პეტრიაშვილი, თავდაცვის მინისტრი_ირაკლი ალასანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი_პაატა აქარეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი; ფინანსთა მინისტრი _ ნოდარ ხადური;განათლებისა და მეცნიერების მინისტრი_თამარ სანიკიძე;სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი_ლევან ყიფიანი;გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი_ელგუჯა ხოკრიშვილი;ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი _ სოზარ სუბარი;საგარეო საქმეთა მინისტრი_მაია ფანჯიკიძე;სოფლის მეურნეობის მინისტრი_ოთარ დანელია;სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - გელა დუმბაძე;შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი_დავით სერგეენკო;სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი -გიორგი მღებრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი_მიხეილ გიორგაძე.
პრეზიდენტმა ერთი კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს უნდა გადაუგზავნოს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, ხოლო პარლამენტს ერთი კვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ გადაწყვიტოს გამოუცხადებს თუ არა ნდომას მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას.
მასალის გამოყენების პირობები