საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს მაია ფანჯიკძემ მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მისი იმპლემენტაციის საკითხებს დაუთმო.
მაია ფანჯიკიძემ მინისტერიალის მონაწილეებს გააცნო შეთანმხების ეფექტური იმპლემენტაციისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული მექანიზმები. ა
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე მაია ფანჯიკიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღმავების მიმართულებით, მაისში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის გათვალისწინებით.