მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტი კვლავ ვაკანტურია. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას დღეს საღამოს, ან ხვალ დილით გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ შვიდი მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, მათ შორის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია.