მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს თემურ დოლიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დოლიძემ განაცხადა მიზეზი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი გახდა, რომლის მიხედვით ის 1-ელ ივლისამდე საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ითვლებოდა.
,,მე ვიყავი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ამის უფლებას ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი 1-ელ ივლისამდე მაძლევდა. Kკანონის შესაბამისად როცა გამოცხადდება ახალი კონკურის მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ თემურ დოლიძე მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსად მას შემდეგ დაინიშნა, რაც საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის პოსტი გიორგი ბადაშვილმა ჩაიბარა.