რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ლოგიკას უკრაინის საკითხთან მიმართებაში უცნაურსა და მიუღებელს უწოდებს. ლოგიკის შესაამისად ისინი ან ურიგდებიან მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას ან სანქციებით იმუქრებიან.
„ადამიანები ხელისუფლებაში შეიარაღებული, ანტიკონსტიტუციური მეთოდებით მოვიდნენ, გადატრიალების შემდეგ ჩაატარეს არჩევნები და ძალიან უცნაურია, რომ სახელმწიფოს სათავში ისევ მოვიდნენ ისინი ვინც აფინანსებდა ან ახორციელებდა გადატრიალებას",_ აცხადებს პუტინი.
„ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს კი რომელიც არ არის თანახმა მოვლენების ასეთი განვითარებისა ახშობენ ისე, რომ მათთან მოლაპარაკებების გამართვასაც არ ცდილობენ",_ აცხადებს პუტინი და აღნიშნავს: „რუსეთის წინაშე კი ლამის ულტიმატუმებს აყენებენ: ან მოგვეცით ჩვენ საშუალება, რომ ამ მოსახლეობოის ნაწილი, რომელიც ეთნიკურად, კულტურულად, ისტორიულად ახლოსაა რუსეთთან გავანადგუროთ ან ჩვენ თქვენს წინააღმდეგ სანქციებს შემოვიღებთ. უცნაური ლოგიკაა და რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელი",_ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.