რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ადეკვატური იქნება გარეშე მცდელობების მიმართ შეასუსტონ რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო პოზიციები. მისი თქმით, ასეთი მცდელობები ხორციელდება სპეცსამსახურების, ე.წ.ჯიბის არასამთავრობოებისა და სხვა მეთოდებით. ეს განცხადება მან რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ადეკვატურად უნდა ვიმოქმედოთ ამ გამოწვევებზე, ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ სისტემურად უნდა ვიმუშავოთ და გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც შეიცავენ პოტენციურ რისკებს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ერთიანობისათვის",_ აცხადებს პუტინი.
მისივე თქმით, მცდელობები შეარყიო საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია ამა თუ იმ მეთოდით და დაასტუსტო რუსეთი, დაარტყა სუსტ, პრობლემურ ადგილებში „რა თქმა უნდა ხორციელდებოდა და განხორციელდება კიდეც".
პუტინი აცხადებს, რომ ყოველივე ეს კეთდება იმისათვის, რომ რუსეთის პოზიცია შემრიგებლური გახდეს „სხვა სახელმწიფოების ინტერესებში საკითხების გადაწყვტისას საერთაშორისო არენაზე".
პუტინის თქმით, ამისათვის გამოყენებული იქნება სპეცსამსახურები, ე.წ. ჯიბის არასამთავრობოები ე.წ. რბილი ძალის მეთოდები.
„ალბათ ზოგ ქვეყანაში ეს დემოკრატიად აღიქმება",_ განაცხადა პუტინმა.