უკრაინელი სამხედროები ამჟამად რუსი ბოევიკებისაგან ლისიჩანსკის გაწმენდას ახორციელებენ. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა,
„ამ წუთებში ლისიჩანსკის ტერორისტებისაგან გათავისუფლება მიმდინარეობს",_ განაცხადა ლისენკომ და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების შეტევა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლების შედეგად ანტიტერორისტულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტები: ძერჟინსკი და სოლედარი და ლუგანსკის ოლქის რუბეჟნოე და იუბილეინი.
ამას გარდა, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეორგიევკას ლუგანსკთან უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.