გასული დღეღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო 13 უკრაინელი სამხედრო დაკარგა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
"გასული დღეღამის განმავლობაში დაიღუა 13 სამხედრო ხოლო დაჭრილთა რაოდენობა ამჟამადაც ზუსტდება",_ განაცხადა ლისენკომ.