დღეს, 28 მარტს 14:00 საათზე ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე "ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაცია - "ახალგაზრდული ფორუმი" და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი მახათას მთაზე ღირსი ათანასე ათონელის სახელობის მშენებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე (სულიწმიდის მთაზე) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ორ ხეივანს - საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა და საქართველოში ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სახელობის ხეივანს გააშენებენ.
აღნიშნულ აქციაზე მობრძანდება მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.