რუსეთის მხრიდან დონეცკის მიმართულებით 150 ტანკი და დაახლოებით 1400 ერთეული ჯავშანტექნიკა და 500 ერთეული საარტილერიო სისტემაა თავმოყრილი. ამას გარდა, რუსეთს, უკრაინის საზღვართან 41 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. განცხადება ამის შესახენ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიიმ რადაში გამოსვლისას გააკეთა.
მანვე აღნიშნა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება შექმნილი სიტუაციის ანალიზის შემდეგ იქნა მიღებული.
მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის საზღვრის ახლოს რუსული ჯარის გადადისლოცირება იქნა ჩატარებული და ახლა, უკრაინის საზღვართან, ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებიდან, ასევე ყირიმის მხრიდან თავმოყრილია 41 ათასი რუსი სამხედრო.