კომპანია Motorola, რომელიც Google-ის საკუთრებაა, გერმანულ ბაზარზე პრობლემებს შეეჯახა. გერმანიაში კომპანია აიძულეს სმარტფონების ნაწილი ბაზრიდან გაეტანათ, ასევე მობილური მოწყობილობა არ გაიყიდოს იურიდიულ კომპანიებზე.
გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით,M Motorola-ს პროდუქტია საპატენტო უფლებებს არღვევს, რომელიც ადგილობრივი კომპანია LPKF-ის კუთვნილებაა. LPKF-ი Motorolaა-სგან ითხოვს, რომ მან გაყიდული პროდუქცია უკან გამოიხმოს, ან მხარეებს შორის რაიმე შეთანხმება მოხდეს. თავად Google-ში აცხადებენ, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ და არ განუსაზღვრიათ სამომავლო მოქმედების გეგმები.