23 ივლისს, 18:00 საათზე, ქუთაისის "თიბისი გალერეაში" გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გაიხსნება.
გურამ თიკანაძე - ლეგენდარული მთამსვლელი და ფოტოგრაფი, 1963 წელს ტრაგიკულად დაიღუპა სვანეთში, შხარადან დაშვების დროს. მაშინ იგი მხოლოდ 31 წლისა იყო.
გურამ თიკანაძე ქართული მხატვრული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი შემოქმედებითი თვითდამკვიდრება დაემთხვა საბჭოთა დროის ე.წ. "დათბობის" პერიოდს, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე, "თავისი დროის" მშრალ ფიქსაციაზე და თამამად ამკვიდრებენ რეპორტაჟულ ფოტოს.
ხვალიდან ქუთაისელ დამთვალიერებელს ექნება უნიკალური შანსი, ნახოს ეს არაჩვეულებრივი ფოტოგამოფენა ქუთაისის „თიბისი გალერეაში"!