რუსეთიდან უკრაინაში სამხედრო ტექნიკა წუხელ ისევ შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კრასნოდონის რაიონში კვლავ იქნა შემჩნეული ტექნიკა, რომელიც რუსეთის მხრიდან შედიოდა.
კოლონაში იყო 24 „ურალის" ტიპის ავტომობილი, რომელსაც ქვეითები გადაჰყავდა. მათთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე 20 ტანკი და ჯავშანმანქანები შევიდა.