დღეს, საქართველოს პარლამენტში, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, აუდრონიუს აჟუბალისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძეს შეხვდა.
ლიტველმა დიპლომატმა კომენტარი პენტაგონის გადაწყვეტილებაზეც გააკეთა, რომლის მიხედვითაც აშშ საქართველოში თავისი სამხედრო კონტინგენტის გაზრდას აპირებს. ამ საკითხზე კომენტარი დავით ბაქრაძემაც გააკეთა, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ავღანეთის ოპერაციის ფარგლებში ქათული ნაწილების წვრთნასაც ითვალისწინებს, რაც ქართულ ჯარს დადებითად წაადგება.
"ჩვენი პარტნიორებიდან არის მზადყოფნა დაეხმარონ საქართველოს ავღანეთის მისიის წარმატებით შესრულებაში, ბუნებრივია, რომ ჩვენი პარტნიორები ვისთან ერთადაც ქართველი სამხედროები იმსახურებენ ავღანეთში დაინტერესებულები არიან, რომ ეს მისია იყოს წარმატებული იყოს უკეთესი თანამშრომლობა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის", - განაცხადა ბაქრაძემ.
პენტაგონის გადაწყვეტილებას ლიტველი დიპლომატიც მიესალმება.
"ამერიკა გეგმავს ავღანეთში რამდენიმე ქვეყნის სამხედრო აღჭურვილობა გააძლიეროს მათ შოეის არის ლიტვაც და საქართველოც. ამერიკა ყოველთვის გვერდში ედგა ლიტვას და ეს მომავალშიც გაგრძელდდება", - აღნიშნა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღეს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლოლაკში, ვილნიუსის სკვერშიც იმყოფებოდა. ლიტველი დიპლომატი ნანახით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, იგი ამაყია იმით, რომ საქართველოში მისი დედაქალაქის სახელობის სკვერი არსებობს.