რუსული არმიის ნაწილებმა მათ მიერ ხელში ჩაგდებული გაზის მომპოვებელი დანადგარების ირგვლივ აზოვის ზღვის წყლის აკვატორიის დანაღმვა დაიწყეს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა გაზის მომპოვებელი დანადგარების ირგვლივ აზოვის ზღვის წყლის აკვატორიის დანაღმვა დაიწყეს. დანაღმვითი ოპერაციების უსაფრთხოებას ორი რუსული სარაკეტო კატერი უზრუნველყოფს",_ განაცხადა ლისენკომ დღეს კიდევში გამართულ ბრიფინგზე.
მანვე აღნიშნა, რომ ბოევიკების მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე სოფელ სტრელკოვოსთან ახლოს, ხერსონის ოლქში, რუსეთის სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის თავმოყრა შეინიშნება.