დღეს, 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა განახლდება .
სხომაზე ბრალდები მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
პროკურატურაში განმარტავენ რომ მათი ყველა მოწმე და წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს სპეცოპერაციის საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და სხვა ბრალდებულთა დანაშაულს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს მომხდარ სპეცოპერაციას, რომელსაც სამი პირი ემსხვერპლა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან ბაჩო ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, მეგის და ლევან ქარდავები.