ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი, ,,მწვანე ავტოკლუბი" და ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგი" აფორმებენ მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ - ,,პარტნიორობა - გარემოს დაცვისათვის".
,,პარტნიორობა გარემოს დაცვისათვის" უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ავტომობილის გამონაბოლქვისაგან ეკოლოგიური საფრთხის, რისკების და შედეგების მინიმიზირებას და თვლის, რომ ასეთი მიზნის მიღწევა შეუძლებელია პარტნიორული საქმიანობის გარეშე.
,,პარტნიორობა გარემოს დაცვისათვის" პრაქტიკულად წარმოადგენს ამ მიზნით ერთობლივი არაკომერციული საქმიანობის კეთილი ნების დაფიქსირების ერთგვარ მემორანდუმს და არის ღია ნებისმიერი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციისათვის.
ავტომობილის გამონაბოლქვისაგან ეკოლოგიური საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა (ავტომობილი, რომელსაც გააჩნია გაუმართავი საწვავის წვის მექანიზმი წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს გარემოსათვის, რადგან არასრული წვის დროს ხდება დასაშვებზე მეტი კონცენტრაციის ჩO-ს გამოყოფა), აგრეთვე საავტომობილო საწვავის ხარისხის შესახებ საზოგადოებრივი მონიტორინგი, მომხმარებლის უფლებების დაცვა, ავტომობილის გამონაბოლქვისაგან სასიცოცხლო გარემოს დაცვისაკენ გადასადგმელი პირველი სწრაფი ნაბიჯების შეთავაზება - ეს არის ,,პარტნიორობა გარემოს დაცვისათვის" პირველ თვენახევარ - ორ თვეში განსახორციელებელი ,,სწრაფი პროექტი".
პირველი ნაბიჯი - ,,პარტნიორობა გარემოს დაცვისათვის" უერთდება გაეროსა (UNO) და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ახალ ინიციატივას გავამწვანოთ ავტომობილი (MAKE ჩAღშ GREEN), რომელიც 2050 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის 50%-ით შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნული კამპანია დაიწყო 2008 წელს გაეროს ასამბლეაზე და მიმართულია კლიმატის გლობალური ცვლილების პრობლემის რისკის შესამცირებად.
მეორე ნაბიჯი - პარტნიორები იწყებენ ახალ ,,აგრესიულ" სოციალურ კამპანიას, რომელიც ავტომობილის საწვავის ხარჯვის (და შესაბამისად, მავნე ემისიის) 15-20 %-ით შემცირებას ითვალისწინებს.