რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გავლენა უნდა მოხდინოს ბოევიკებზე, რათა მათ დაუშვან საერთაშორისო ექსპერტები ბოინგის კატასტროფის ადგილზე. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
„თუ რუსეთი დაუყონებლივ არ მიიღებს გადამჭრელ ზომებს, ევროპის კავშირი თავის შემდგომ ქმედებებს განსაზღვრავს საგარეო საქმეთა მინისტერების საბჭოზე, რომელიც სამშაბათს გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.