"ჩვენ ზოგჯერ ვიქცევით ისე, თითქოს, რუსეთი ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მას ჩვენ", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა The Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა.
კამერონი მოუწოდებს ევროპას „არ დათმონ თავიანთი პრინციპები... მოიკრიფინ ყველა ძალა, გავლენა და რესურსები".
კამერონი წერს, რომ ბევრი ევროპული სახელმწიფო თავს არიდებს რუსეთთან დაპირისპირებას.
"ჩვენ ზოგჯერ ვიქცევით ისე, თითქოს რუსეთი ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მას ჩვენ ვჭირდებით", - წერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
იგი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და მისი პოზიცია არ გულისხმობს სამხედრო მოქმედებებს.
„რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა იპოვის გამოსავალი ამ რთული ვითარებიდან, საშიში კრიზისიდან. ვიმედოვნებ, რომ ის ამას გააკეთებს. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ჩვენ არ უნდა დავაყოვნოთ", - აღნიშნავს დევიდ კამერონი და დასძიენს, - „ჩვენ უნდა დავადგინოთ ამ ისტორიის ყველა ფაქტი. თუმცა, სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავდა მნ17 რეისით, ჩამოგდებული იქნა საზენიტო რაკეტით, იმ რაიონიდან რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ".
"თუ ეს დადასტურდა, მაშინ პატიოსნად უნდა ვაღიაროთ, რომ ეს რუსეთის ქმედებების შედეგია, რომელიც ახდენს სუვერენული სახელმწიფის დესტაბილიზაციას, არღვევს მის ტეროტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერს, წვრთნის და აიარაღებს დამნაშავეობრივ ფორმირებებს. ჩვენ ამ განუკითხაობას ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი.
.კამერონი სტატიაში აღნიშნავს, რომ თუ პუტინი არ შეცვლის საკუთარ მიდგომებს უკრაინის მიმართ, მაშინ ევროპამ და დასავლეთმა ფუნდამეტალურად უნდა შეცვალონ დამოკიდებულება რუსეთისადმი.