უკრაინის შს მინისტრმა არესნ ავაკოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს, მის მიერ გაცემული რეკომენდაციების გამო "к е*ени матери" წასვლა ურჩია.
„ლავროვი რჩევებს იძლევა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დონბასელ სეპარატისტებს ულტიმატუმები არ უნდა წაუყენოს და მათთან, პირიქით - „პირდაპირი მოლაპარაკებები" დაიწყოს... რა მოლაპარაკებებზეა საუბარი ტერორისტებთან? ახლა იმაზეა საფიქრალი ლავროვს უნდა ველაპარაკოთ თუ არა", - აცხადებს უკრაინის შსს მინისტრი.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ ოთხმხრივი - უკრაინა, ევროკავშირი, რომელიც ნიდერლანდებით იქნება წარმოდგენილი, აშშ და რუსეთი.
„მოლაპარაკებების საგანი შესაძლოა იყოს მხოლოდ ერთი, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ჩვენთან ბოევიკებისა და იარაღის შემოგზავნა. იმის შესახებ, რომ შეწყვიტავენ თვითმფრინავების ჩამოგდებას და ტერორისტების მხარდაჭერას. იმაზე, რომ შეწვეტენ ჩვენი მიწის დაბიძურებას ნაღმებით და ხიდების აფეთქებას. იმაზე, რომ გაიყვანენ თავიანთ სამხედროებს ჩვენი სამშობლოდან", - აცხადებს ავაკოვი.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ლავროვის წინადადება მიუღებელია და უკრაინა არ აპირებს ბოევიკევთან და ტერორისებთან საუბარს, რის შემდეგც საკმაოდ ემოციურად დასძენს, - „იქნებ ისინი უბრალოდ წავიდნენ к е*ени матери, ჩვენ კი თავად გავერკვევით ჩვენს საქმეში?! და ყველაფერი იქნება დიდებულად და კარგად..."