თბილისის პროკურატურაში ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის მეგობარს ბადრი ნანიტაშვილსა და კიწმარიშვილის თანაშემწის თიკო ბეჟანიშვილს გვიან ღამემდე კითხავდნენ.
მათი დაკითხვა, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ნანიტაშვილმა განაცხადა გამომძიებლის კითხვები ძირითადად, ეხებოდა იმას, თუ როდის შეხვდა იგი ეროსი კიწმარიშვილს, როგორ შედგა მათ შორის სატელეფონო საუბარი და რატომ იმყოფებოდნენ ერთად იარაღის მაღაზიაში.
თიკო ბეჟანიშვილს თქმით კი მას კითხვები დაუსვეს კიწმარიშვილთან მუშაობის პერიოდზე.