შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი იაგო საური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს, ჯერჯეროიბთ, უცნობია ვინ ჩაანაცვლებს იაგო საურს.
ამასთან შსს არ აკონკრეტებენ რა გახდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უკვე ყოფილი უფროსის იაგო საურის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ იაგო საური 2013 წლის 4 მაისიდან მუშაობდა შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად ,მანამდე კი იყო 2012-2013 წწ. - შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსი;2011-2012 წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის IV რეგიონური სამმართველოს უფროსის მოადგილე;2008 წ.- შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;2007-2008 წ წ.-შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი- შიდა ქართლის რეგიონური სამმართველოს I განყოფილების უფროსი-გამომძიებელი, II განყოფილების უფროსი-გამომძიებელი, ქვემო ქართლის რეგიონური სამმართველოს განყოფილების უფროსი-გამომძიებელი;2002-2005 წწ.- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო-სხვადასხვა თანამდებობაზე;2000-2002 წწ.- შპს „გორი-9"- უბნის უფროსი.