27 ოქტომბერს, ჩინეთის ქალაქი ვუქსი მსოფლიოს უძლიერეს მსროლელებს უმასპინძლებს. მსოფლიოს სუპერთასის ფინალურ ეტაპზე ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე იასპარეზებს.
სულ შეჯიბრში 11 მსროლელი გამოვა, რომელებიც ერთმანეთს 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში შეეჯიბრებიან. 11 მსროლელიდან ფინალურ ეტაპზე 8 გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
სპორტსმენები წლეულს მსოფლიოს თასის ეტაპებზე ნაჩვენები შედეგებით შეირჩნენ.
შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძეს მსოფლიოს სუპერთასის ტურნირი შვიდჯერ აქვს მოგებული