ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ ეთანხმებიან თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება გამოძიების დამთავრებას.
,,ჯი-ეიჩ-ენი" ოჯახის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,ოჯახი შეძრწუნებულია მომხდარით, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და თავზარდამცემია ეს ტრაგედია. ძალიან გვიჭირს, მომხდარს რაიმე ახსნა მოვუძებნოთ. ეროსი მუდამ ენერგიული და აქტიური ხასიათით გამოირჩეოდა და სულ ბოლო პერიოდშიც არაერთ განსახორციელებელ პროექტზე ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება გამოძიების დამთავრებას",-ნათქვამია განცხადებაში