მომღერალ კახა ცისკარიძეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე ელოდებიან. როგორც ცისკარიძე აცხადებს, მას საგამოძიებო უწყებიდან უწყება არ მიუღია და ის დაკითხვაზე სატელეფონო ზარით დაიბარეს.
ცისკარიძის განცხადებით, საქმე, სავარაუდოდ, კომპანია "არტ ფორუმის" საქმიანობას ეხება.
კახა ცისკარიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე 17:00 საათზეა დაბარებული.