რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე, მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვნეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, თვითმკვლელობას აქვს ადგილი.
შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია იარაღიც.
როგორც კიწმარიშვილის ოჯახის ახლობლებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, მათთვის მოხდარის შესახებ ამ წუთებში გახდა ცნობილი და ვერავითარ კომენტარს ვერ გააკეთებენ.