კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით საქართველო გლობალურ აქციაში "დედამიწის საათი 2010" ერთვება.
აქცია 27 მარტს, 19:30 საათიდან 20:30 საათამდე ჩატარდება. მის ფარგლებში საქართველოში თბილისის სატელევიზიო ანძის გარეელექტროგანათება გამოირთვება და თბილისის მერიის ძველი შენობა ჩაქრება.
მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიის ახალი შენობის გარეგანათების ჩაქრობის შესახებაც. ინიციატივას უკვე შეუერთდნენ სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" და "ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკი".
დედამიწის დღის აღსანიშნავად, რომელიც 27 მარტს აღინიშნება, აქცია "დედამიწის საათი 2010" მსოფლიოს მასშტაბით იმართება.