საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესი განახლდება.
პროცესზე კვლავ პროკურატურის მოწმეები დაიკითხებიან.
ბაჩო ახალიას ადვოკატის რომეო საჯაის განმარტებით, პროკურატურა წარმოდგენილ მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს მომხდარ სპეცოპერაციას, რომელსაც სამი პირი ემსხვერპლა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან ბაჩო ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, მეგის და ლევან ქარდავები