საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განაცხადა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებული იყო.
აღნიშნულ საქმეზე მორიგი პროცესი 18 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლო თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე მსჯელობდა.
პროკურატურა უგულავასთავის თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა საგამოძიებო უწყებამ სასამართლოზე 10 ივლისს დააყენა.