15 ივლისს, 16:00 საათზე, კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია "კავკაზ- ჯაზ-ფესტივალის" შესახებ, რომელიც კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში, 16-20 ივლისს ჩატარდება. პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორი ნეკა სებისკვერაძე და ფესტივალის დირექტორი ელენე მეჩითოვა.
ფესტივალის პროგრამა, ტრადიციულად, შედგება ყოველდღიური კონცერტებისა და "ჯემ-სეიშენებისგან", სადაც ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობენ მოწვეული სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან. ფესტივალის ეგიდით დამწყები ჯაზ-მუსიკოსებისათვის მოეწყობა მასტერკლასები.
ფესტივალი წელს პირველად უმასპინძლებს "მრგვალი მაგიდების" სერიას, სადაც სამხრეთ კავკასიის წამყვანი ექსპერტები, კულტურის მენეჯერები და არტ-კრიტიკოსები იმსჯელებენ რეგიონულ მუსიკალურ ბაზარზე შექმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
Kavkaz Jazz საქართველოში ერთადერთი არაკომერციული ჯაზ-ფესტივალია, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე, მათ შემდგომ თანამშრომლობას უწყობს ხელს. Kavkaz Jazz ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება, ამ პერიოდის განმავლობაში ფესტივალში 50-მდე მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა.
პროექტის ორგანიზატორია - არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge. პროექტის წარმდგენები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
KAVKAZ JAZZ FESTIVAL
15-19 ივლისი 2014
15 ივლისი, სამშაბათი
16:00 - პრეს-კონფერენცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. მონაწილეობენ მინისტრი გურამ ოდიშარია, ელენე მეჩიტოვა, ნეკა სებისკვერაძე, რეზო კიკნაძე, გაბრიელ ნიაძელია/მატეუშ პლინიევიჩი.
17:00 - შეხვედრა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
18:00 - საფეხმავლო ექსკურსია ძველ თბილისში
16 ივლისი, ოთხშაბათი
11:00 - Divan. მასტერ-კლასი. მიყავს ზურაბ რამიშვილს
12:00 - კავკასიური სახლი. მრგვალი მაგიდა „ჯაზის ისტროია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში". მოდერატორი - კახა თოლორდავა, საქართველო.
19:30 -Greenema Open Air Cinema. Doors open.
20:00 - Greenema Open Air Cinema. გახსნის კონცერტი
17 ივლისი, ხუთშაბათი
11:00 -Divan. მასტერ-კლასი. მიყავს გაბრიელ ნიაძელიას, პოლონეთი
11:00 - Divan Lounge. მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". მოდერატორი - არმენ მანუკიანი, სომხეთი
14:00 - Divan. მასტერ-კლასი. მიყავს მატეუშ პლინიევიჩს, პოლონეთი
14:00 - Divan Lounge. მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". მოდერატორი - არმენ მანუკიანი, სომხეთი
20:00 - Divan. კონცერტი. ჯემ-სეიშენი
18 ივლისი, პარასკევი
11:00 - კლუბი Zazanova. მასტერ-კლასი. მიყავს ზაზა მარჯანიშვილს
11:00 - Divan Loung». მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". მოდერატორი - თურან მამედალიევა, აზერბაიჯანი
14:00 - Divan» შემოქმედებითი შეხვედრა მაია ბარათაშვილთან
14:00 - Divan Lounge. მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". მოდერატორი - თურან მამედალიევა, აზერბაიჯანი
20:00 - Divan. კონცერტი.
19 ივლისი, შაბათი
11:00 - ექსკურსია მცხეთაში
16:30 - კავკასიური სახლი. ღია დისკუსია. მოდერატორი - ელენე მეჩიტოვა
20:00 - Greenema Open Air Cinema. დახურვის კონცერტი
20 ივლისი, კვირა
მონაწილეების გამგზავრება