ის რაც ახლა მაიდანზე ხდება ეს მისი აზრის დისკრედიტაციაა, ეს უკრაინის ნაწილ ნაწილ გაყიდვაა. ეს განცხადება უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ გაურკვეველი ადამიანების თავმოყრა ქვეყნის მთავარ მოედანზე „რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და მარგინალური პარტიების პროექტია, რომლებიც უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდნენ".
მინისტრის ინფორმაციით, მილიციას აქვს სრული დოსიე იმ ადამიანებისა, რომლებიც ამჟამად მაიდანზე დგას და ვინ არის დაკავებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით.
„მათ აქვს მცირე დრო იმისათვის, რომ წავიდნენ იქიდან. აიღონ ხელში იარაღი და ფრონტზე წავიდნენ",_ განაცხადა ავაკოვმა.
ამას გარდა, ავაკოვის თქმით არსბობს „ჰუმანური და ლამაზი" გეგმა იმისათვის, რომ მაიდანის საკითხი გადაწყდეს.
„ბანდიტების მიმართ ძალის გამოყენება გამართლებული იქნება, ხოლო მათ მიმართ ვინც შემცდარია კეთის სიყვას გამოვიყენებთ",_ განაცხადა ავაკოვმა.
უკრაინის შს მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ მაიდანის ერთ ერთ არაფორმალური ლიდერი ზედმეტსახელად „სლონ" დაპატიმრებულია და საგამოძიებო იზოლატორშია. მას ბრალად ძარცვა და ყაჩაღობა ედება, საუბრობენ ადამიანის გატაცებაზეც.
მასალის გამოყენების პირობები