უკრაინელი პილოტი-ქალის ნადეჟდა სავჩენკოს რუსი ადვოკატი მარკ ფრეიგინი აცხადებს, რომ მისი გასამართლება რუსეთის ტერტორიაზე შეუძლებელია, იმიტომ, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ის უკანონოდ მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
სავჩენკო ამჟამად ვორონეჟის იზოლატორში იმყოფება.
იურისტის განცხადებით, საერთაშორისო კონვენციების თანახმად, რომლებზეც ხელი რუსეთსაც აქვს მოწერილი სავჩენკო უკრაინაში უნდა იქნეს ექსტრადირებული.
„პერსპექტივები კარგია. ის სამშობლოში უნდა გააგზავნონ - სხვა გამოსავალი არ არსებობს. მეორე მხრიდან ჩვენ კარგად გვესმის თუ რა პოლიტიკურ პირობებში ხდება ყოველივე ეს.
მე ამიტომაც ვუშვებ, რომ რუსეთის ხელისუფლება, ვინაიდან სავჩენკოს საკითხე სწორედ ხელისუფლებაში უმარლეს დონეზე წყდება და არა სასამართლოში - შეიძლება გაჯიუტდეს",- აცხადებს ადვოკატი.
აღსანიშნავია, რომ ფრეიგინი ადრე ჯგუფ „Pussy Riot"-ის წევრებს იცავდა. მის გარდა სავჩენკოს ასევე დაიცავენ ადვოკატები ნიკოლაი პოლოზოვი და ილია ნოვიკოვი.
ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ შტურმან-ქალს ბრალად სლავიანსკთან მომხდარი რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა მარკინმა უკვე განაცხადა, რო სავჩენკოს გათავისუფლების შანსი, პოროშენკოს ამერიკის პრეზიდენტად გახდომის შანსის ტოლია. სავჩენკოს 30 აგვისტომდე პატიმრობა აქვს შეფარდებული.