მორიგ სახალხო ვეჩეზე მაიდანმა, მიუხედავად უკრაინის გენერალური პროკურორის ვიტალი იარემას მიერ მცირე ხნის წინ გაკეთბეული განცხადებებისა მიიღო გადაწყვეტილება არ დაიშალოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"მაიდანი აუცილებელია და იქ უნდა იყოს სამართლის საყვირი. კრეშატიკი ქვეითად მოსიარულეთათვის უნდა იყოს. ბარიკადები, რომლის აღებაც ახლა სურთ, უნდა დარჩეს როგორც ხსოვნა, იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს თუ რისთვის იბრძოდა მაიდანი",_ აცხადებს მაიდანის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ ახლა მაიდანი ხელს უშლის ხელისუფლებას და ეს უკანასკნელი ქირაობს პროვოკატორებს იმისათვის რათა მედიამ მაიდანზე შეტაკებები გააშუქოს.
„ყველაფერი იმისათვის კეთდება, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ მაიდანი დამნაშავეებისა და მოროდიორებისაგან შედგება. ამას არ დავუშვებთ",_ აცხადებს მაიდანის წარმომადგენელი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაიდანის წარმომადგენლები ძალოვან მინისტრებს მიმართავენ:
„მივმართავთ ბატონებს ავაკოვს, პარუბიის, გეტელეის, იარემას, რომელმაც გაბედა და თქვა, რომ მაიდანი დასაშლელია. თუ არ გამოცხადდება სამხედრო მდგომარეობა, თუ ხელისუფლება მომავალშოც თავს შეიკავებს კომენტარების კეთებისგან, სამხედროები მოვლენ არა მაიდანზე იმისათვის, რომ ის დაშალონ, არამედ ამ ხელისუფლების ჩამოსაგდებად მივლენ",_ ნათქვამია მიმართვაში.