უკრაინის ქალაქ ლუგანსკის აეროპორტს სეპარატისტები არ აკონტროლებენ.
„პრეზიდენტ პერტო პოროშენკოს ანტოტერორისტული ოპერაციის შტაბიდან მოახსენეს, რომ უკრაინის სამხედროებმა ბრძოლოს შედეგად დაიბრუნეს ლუგანსკის აეროპორტი", - ნათქვამია პრეზიდენტის Facebook -ის ოფიციალურ გვერდზე.
წუხელ სეპარტისტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უკრაინის სამხედრო ძალები გადავიდნენ შეტევაზე და იყენებენ ტანკებსა და არტილერიას.
ვრცელდება ინფორმაცია ლუგანსლის შემოგარენში არსებულ დასახლებულ პუქტებში სამხედრო მოქმედებების შესახებ.
გერმანიამ და რუსეთმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს. რიო-დე- ჟანეიროში გამართული შეხვედრის დროს მერკლემა და პუტინმა მოლაპარაკებების ძირითადი დრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დაუთმეს.