29 მარტს, 15:00 საათზე, ფოტოსახლ "ქოლგას" ინიციატივით და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება სემინარი დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში.
ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართველი ფოტოგრაფის პორტფოლიო, რომელსაც ისინი პოლონელ კოლეგებთან ერთად განიხილავენ.
მეორე ნაწილში სემინარს სამი პოლონელი სპეციალისტი გაუძღვება.
რადეკ პოლაკი არის ფოტოგრაფი, რომელიც ძირითადად რეკლამის სფეროში მოღვაწეობს. ის წარმოადგენს ტავის ნამუშევრებს, რომლებიც შექმნილია საქართველოში, 2008 წლის ომის შემდეგ.
მაია კაზკური პოლონეთის ერთ-ერთი ცნობილი გალერეის Yოურსგალლერყ კურატორია. ის ისაუბრებს საგამოფენო დარბაზების მუშაობის შესახებ. როგორ წარმოადგენენ ისინი ხელოვანებს და როგორ ხდება საჭირო თანხის მოძიება გამოფენებისთვის.
გრეგორი ველნიცკი არის ფოტოგრაფი, რომელიც პოსტპროდაქშენში მოღვაწეობს. მისი საუბრის თემა იქნება სარეკლამო პოსტპროდაქშენის დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში გამოყენება.
ვორქშოფს, რომელიც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტორს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, მოწვეული სტუმრებიც დაესწრებიან.