12 ივლისს, ქ. კარლოვი ვარში, ჩეხეთის რესპუბლიკა, 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული და მთავარი პრიზის „ბროლის გლობუსის" მფლობელი ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული" გახდა. ფილმი, რომელიც საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ყაზახეთის ერთობლივი შემოქმედებაა, არის ფსიქოლოგიური დრამა.
მოქმედება ხდება მდინარე ენგურზე (რომელიც ქმნის ბუნებრივ საზღვარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, აფხაზეთთან) მდებარე პატარა კუნძულზე. ფილმის მთავარ გმირს წარმოადგენს მოხუცი კაცი, რომელიც თავის ცხოვრებისეულ სიბრძნეს გადასცემს შვილიშვილს. ასევე, ფილმში ასახულია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიის არსებობა.