კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი დიდი ფიგურაა და მისი ნაწილია. Aმის შესახებ ოდიშარია სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ედუარდ შევარდნაძის სამგლოვიარო ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი მიმდინარეობს,
,,შევარდნაძე ერთ-ერთი ლიდერი იყო საბჭოთა კავშირის, როდესაც ის ნელ-ნელა იშლებოდა და განსაკუთრებით რთული და ძნელი პერიოდი მას ჰქონდა, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერი იყო. მასზე აზრთა სხვადასხვაობაა და ეს სხვადასხვაობა მის სახელს სულ გაჰყვება. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ედუარდ შევარდნაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი დიდი ფიგურაა და მისი ნაწილია,", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამგლოვიარო ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი მიმდინარეობს, რომელსაც მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან
ტაძარში იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც, მათ შორის, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია.
ექსპრეზიდენტს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
სამგლოვიარო პროცესია დაიძრება კრწანისის რეზიდენციისკენ. დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება 16:00 საათზე.