მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა (1984 წელი), ყოფილმა არქიეპისკოპოსმა დესმონდ ტუტუმ მხარი დაუჭირა ავადმყოფების უფლებას, რომლებიც ტერმინალურ სტადიაზე იმყოფებიან, სიცხოცხლის შეგნებულად დათმობის (ევთანაზიის) შესახებ.
მისი თქმით, ის თუ როგორ ექცეოდნენ მის მეგობარს ნელსონ მანდელას სიცოცხლის ბოლოს, იყო უღირსი ქცევა და აღმაშფოთებელი.
Observer-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ტუტუ აცხადებს, რომ კანონები, რომლებიც უფლებას არ რთავენ ადამიანებს თავიანთი ნებით წავიდნენ ცხოვრებიდან, მრავალ კითხვას აჩენს, მათ შორის ფინასური ასპექტების შემცველს, რომელიც სიცოცხლის შენაჩუნებისთვის არის საჭირო.
ყოფილმა არქიეპისკოპოსმა მოუწოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებას გადახედონ შესაბამის კანონმდებლობას.