გასულ ღამეს ისრაელის სამხედრო ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ღაზას სექტორში უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის შტაბ-ბინაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო 8 ივლისს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ ყველაზე ინტენსიური იერიში.
ისრაელის სამხედროებმა სახმელეთო ოპერაცია ჩაატარეს, ღაზას რაიონში, საიდანაც ისრაელის მიმართულებით პალესტინელები რაკეტებს უშვებდნენ.
ისრაელის წარმომადგენელთა განცხადებით, მხოლოდ შაბათს ღაზას სექტორიდან 90 რაკეტა იქნა გაშვებული.
ღაზას წარმომადგენლები კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 159 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.