30-31 მარტს საქართველოს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტეოდორ ბაკონსკი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან.
ვიზიტისას რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
ტეოდორ ბაკონსკი საქართველოს 2010 წლის 31 მარტს დატოვებს.