ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა ტეხასის შტატში ქალაქ ჰიუსტონში მომხდარი სროლის დროს.
პოლიციის ვარაუდით, სროლის მიზეზი შესაძლოა ოჯახური დავა გამხდარიყო.
გოგონამ რომელმაც ჭრილობა თავის არეში მიიღო შეძლო პოლიციის გამოძახებ, რომელმაც დააკავა კიდეც ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლი საკუთარ შვილებს გაუხსნა, რომელთაგან ორი ნაშვილები იყო. ბავშვების დედა, ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა, ის შტატებს ფარგლებს გარეთ იყო გასული.
შედეგად დაღუპულია ორი ბიჭი 4 და 14 წლის და ორი გოგონა 7 და 9 წლის. ასევე ორი მოზრდილი 39 წლის მამაკაცი და 33 წლის ქალი.
15 წლის გოგო, რომელმაც პოლიციელები გამოიძახა, საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა გოგონამ მოასწრო და გააფრთხილა პოლიცია იმის შესახებ, რომ მამა მათი ბებიისა და ბაბუის სახლში წასვლასა და მათ მოკვლად აპირებდა.
პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდოდ დავა ოჯახური ჩხუბის გამო წარმოიშვა. ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები