ტერორისტების მიერ დატყვევებული უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთის საგამოძიებო იზოლატორში აღმოჩენა რუსეთის ფედერაციასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ ბოევიკებს შორის მყარ კავშირს ადასრურებს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა სენატში მოსმენებისას გააკეთა, სახელწოდებით „რუსეთი და სიტუაცია უკრაინაში".
„ის რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ერთი თვის წინ ბოევიკების მიერ იყო დატყვევებული რუსულ ციხეში აღმოჩნდა ნათლად მეტყველებს რუსეთსა და სეპარატისტებს შორის კავშირზე",_ განაცხადა ნულანდმა და აღნიშნა, ეს საქმე არის საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლბების დარღვევა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ოფიცერი, მფრინავი-ქალი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა ტყვედ სლავიანსკთან 18 ივნისს ჩავარდა. თითქმის ერთი კვირა მისი ბედის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. სავჩენკოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ბრალად რუსი ტელეჟურნალისტების მკვლელობაში თანამონაწილეობას აბრალებს. მიღებულია სავჩენკოს დაპატიმრების გადაწყვეტილებაც. ახლა უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ნადეჟდა სავჩენკოს სამშობლოში დაბრუნებაზე მუშაობს.