ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განაცხადებით, ის საქართველოში ალიანსის გენერალური მდივნის დავალებით იმყოფება, რათა ქართულ მხარესთან ერთად განიხილოს ის უნივერსალური პაკეტის დეტალები, რომელსაც ნატოს უელსის სამიტზე საქართველოს შესთავაზებს.
,,ჩამოვედი გენერალური მდივნის დავალებით, რომ ვიმუშაოთ ქართულ მხარესთან ერთად ახალ პაკეტზე. Uუნდა განვიხილოთ დეტალები მინისტრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ნატოს სამიტზე მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს რომელსაც მოყვება ნატოს უფრო აქტიურად ჩართვა საქართველოში და ქართველების აქტიური მონაწილეობა ალიანსის პროგრამებში", _განაცხადა აპატურაიმ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ნატო საქართველოსთვის ინდივიდუალურ, არსებით პაკეტს შეიმუშავებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად რას ითვალისწინებს ინდივიდუალური პაკეტი უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.
,, ჩვენ გვაქვს პრინციპული შეთანხმება, რომ შევიმუშავოთ არსებითი პაკეტი საქართველოსთვის.Eეს ქვეყანას დაეხმარება ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდეს. დეტალებს, მომდენო რამდენიმე კვირაში დავამუშავებთ", _განაცხადა რასმუსენმა.