პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ მართულმა მოსამართლეებმა ამავე ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში ყოფნის წამზომი ჩაურთო.
,,გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის მისჯით და მისთვის აპელაციაზეც კი უარის თქმით, ხელისუფლების მიერ მართულმა მოსამართლეებმა ამავე ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში ყოფნის წამზომი ჩაურთო.ის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის კონკრეტული ლიდერების დაკავება ამ ძალას არ გააჩუმებს და მით უმეტეს არ გაანადგურებს, ხელისუფლების გარდა უკვე ყველასთვის ნათელია. ნათელია ისიც, რომ გიგი უგულავას პატიმრობა ვერ გატეხავს და მხოლოდ გააძლიერებს მას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები სამწუხაროდ კიდევ ერთ შავ ლაქად დარჩება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მოღვაწეობაში.
ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მიუხედავად იმისა, ვიქნებით ციხეში თუ ციხის გარეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის წამზომზე დრო რაც შეიძლება მალე გავიდეს", _აცხადებს მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვით, უგულავას პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უგლავას შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ედება ბრალი.