ხვალ, 20:00 საათზე თბილისის მერობის კანდიდატებს ნიკა მელიასა და დავით ნარამანიას შორის დებატები სასტუმრო "შერატონში" გაიმართება
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული გადაცემის სიგნალს ყველა ნაციონალური მაუწყებელი მიიღებს.
დებატებზე პირველ შეკითხვას ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი" დასვამს, ხოლო სხვა მედიასაშუალებების რიგითობა, სავარაუდოდ, ლოტოტრონის საშუალებით განისაზღვრება.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ წაიყვანს მელიასა და ნარმანიას შორის დებატებს.
გადაცემის მსგავსი ფორმატის იდეა მმართველ კოალიციას ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები