საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალური მდივნის ბან კი- მუნის პირადი მიწვევით, მონაწილოებას მიიღებს 2014 წლის 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში დაგეგმილ გაეროს სამიტზე კლიმატის ცვლილებების შესახებ, სადაც მსოფლიო ლიდერები განიხილავენ გაეროს ჩარჩო კონვენციას კლიმატის ცვლილებების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა სამიტში მონაწილეობა დაადასტურა, რის შესახებაც ოფიციალურად ეცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.