რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონს ორმხრივი შეთანხმებების იგნორირებასა და რუსეთის დუმის დეპუტატ ვალერი სელეზნიოვის ვაჟის რომან სელეზნიოვის ძალადობრივ გაყვანაში ადანაშაულებს მალდივის რესპუბლიკიდან.
„მომხდარს ვაშინგტონის მორიგ ნაბიჯად ვაფასებთ. პირველად როდია, რომ ამერიკული მხარე 1999 წელს ხელმოწერილ ორმხრივი შეთანხმების იგნორირებას ახდენს და პირდაპირ რუსეთის მოქალაქის გატაცებაზე მიდის",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ყველაფერთან ერთად ჩვენ არა თუ არ გვაცნობეს იმ პრეტენზიების შესახებ, რომლებსაც ჩვენს თანამემამულეებს უყენებენ, როგორც ეს სელეზნიოვთან დაკავშირებით მოხდა. მისი დაკავების შესახებ რუსეთის საკონსულოსათვის არც კი უცნობებიათ",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად რუსი დიპლომატები სელეზნიოვის დკავების დეტალებს არკვევენ და რუსეთში მის დაბრუნებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ რუსული მხარის ინფორმაციით, რომან სელეზნიოვი მალის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს მაშინ როდესაც ის მოსკოვში ბრუნდებოდა. აშშ-ს სპეცსამსახურებმა ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს.
სელეზნიოვს ბრალად საბანკო მაქინაციების ჩატარება ედება. მისი მამა რომან სელეზნიოვი რუსეთის დუმის დეპუტატია და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრია.
მასალის გამოყენების პირობები