პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:,,სააპელაციო სასამართლომ ყველანაირი განხილვის გარეშე ციხეში დამტოვა:) შესაშური სამართალია. თან ის მოსამართლე, ვინც ჩემი უფლებამოსილების შეჩერება, ასევე განხილვის გარეშე დაადასტურა და ვინც ,ამის გამო, საკონსტიტუციომ გაამტყუნა! ციხე და კატორღა რო აჩერებდეს პოლიტიკურ პროცესებს.. ეჰ, ისტორიის წიგნები მაინც გადაგეკითხათ კარგით - ახლა ბევრი დრო მაქვს და თქვენ წასაკითხსაც მე წავიკითხავ! მადლობა ბატონ ბიძინას:)) ", _აცხადებს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი წამოებაში არ მიიღო.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვით, უგულავას პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უგლავას შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ედება ბრალი.